“შეთანხმება არის კარი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავებისკენ”


ავტორი
Front News საქართველო
შეთანხმება არის კარი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გაღრმავებისკენ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მიშელმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან თანამშრომლობა გაგრძელდება არა მხოლოდ რეფორმების განხორციელების, არამედ ახალი პროგრამების დაწყების კუთხით.
„ეს შეთანხმება არის საკვანძო და ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ეს არის კარი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის გაღრმავებისკენ. სწორედ ამიტომ ვიყავი ასე მოტივირებული, რომ ეს მომხდარიყო სხვადახვა პოლიტიკური აქტორის ძალიან ძლიერი ჩართულობით. ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ ევროპის და საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ბევრი ვიმუშავეთ გასული თვის განმავლობაში, გვაქვს 500 მიმდინარე პროექტი სხვადასხვა სფეროში და იმედი მაქვს, გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან, პარლამენტთან არა მხოლოდ რეფორმების შესრულების კუთხით, არამედ იმისთვისაც, რომ დავრწმუნდეთ, ჩვენ ჩამოვაყალიბებთ ძლიერ ამბიციურ პროგრამას მომავალ წლებში. ჩვენ გადავწყვეტთ შემდეგ 2021-2027 წლების პროგრამას.
ჩვენ პრემიერ-მინისტრთან გვქონდა მნიშვნელოვანი დისკუსია ეკონომიკური პრიორიტეტების განსაზღვრასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს მთავრობისთვის, ასევე ჩვენთვისაც, რომ ქვეყანაში ცხოვრების დონის გაუმჯობესება შევძლოთ. „კოვიდ-19“ რთული გამოწვევაა, რომელმაც ძლიერი და ნეგატიური გავლენა მოახდინა ეკონომიკაზე. ეს უნდა იყოს მომენტი, რათა მომავალში მოხდეს ინვესტირება. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ვგრძნობ, მომდევნო თვეების განმავლობაში პრემიერ-მინისტრთან და მის გუნდთან ბევრს ვიმუშავებთ“, – განაცხადა შარლ მიშელმა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს