“შეთანხმებას მოვაწერთ თუ არა ხელს, მას შემდეგ გახდება განსჯის საგანი, რაც ნიკა მელია გათავისუფლდება”


ავტორი
Front News საქართველო
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მოაწერს თუ არა ხელს დანიელსონის დოკუმენტს ენმ, ეს ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ გახდება ცნობილი.
"ნიკა მელიას გათავისუფლება არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. მე ვვარაუდობ, წინასწარ რა თქმა უნდა, ეს არ არის ცნობილი, მაგრამ შარლ მიშელის ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ ეს იქნება. ეს გახდება განსჯის საგანი მხოლოდ მას შემდეგ, შეთანხმებას მოვაწერთ თუ არა ხელს, როდესაც ნიკა მელია გათავისუფლდება", – განაცხადა უდუმაშვილმა.
ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი სალომე უდუმაშვილის გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა, რომელმაც შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა.
"სალომე სამადაშვილმა გუშინ თავადაც თქვა, რომ ეს იყო მისი ინდივიდუალური გადაწყვეტილება და ეს არ იყო პარტიის პოზიცია, როდესაც სამადაშვილი მივიდა პრეზიდენტის რეზიდენციაში და ხელი მოაწერა ამ შეთანხმებას. რაც შეეხება მის მომავალს, რა აზრიც გამოვიტანე მისი პოსტიდან, მან დატოვა პარტია და მიიღო თავად ეს გადაწყვეტილება. ამ საკითხზე ჩვენ რა თქმა უნდა, ვიმსჯელებთ, მაგრამ თუ სალომე სამადაშვილმა დატოვა პარტია, ახლა, სხვა გადაწყვეტილებას ჩვენ ვერ მივიღებთ", – განაცხადა უდუმაშვილმა.
"ოცნებამ" და ოპოზიიცის ნაწილმა მიშელის დოკუმენტს გუშინ მოაწერეს ხელი.
თაგები:
