“შეთანხმების დადებისთანავე, უკვე ყველა ამ პროექტზე ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ პარლამენტის შიგნით”


ავტორი
Front News საქართველო
"ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგი კაპანაძე ხელისუფლებას ურჩევს, "დემოკრატობანას" თამაშს თავი დაანებონ და მოლაპარაკებების მთავარი პუნქტების შეთანხმების თაობაზე, დათმობაზე წავიდნენ.
"თუ ისინი არ აპირებენ არაფერზე წასვლას, არც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და არც ახალი არჩევნების ჩანიშვნას და თან ილუზია აქვთ, რომ აქ, ევროპელ პარტნიორებთან, როგორღაც თავს მოიკატუნებენ და თავს მოაჩვენებენ, რომ დემოკრატობანას თამაშობენ, ძალიან ცდებიან.
შეთანხმების დადებისთანავე, რისი ნაწილიც უნდა იყოს ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, უკვე ყველა ამ პროექტზე ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ პარლამენტის შიგნით მანამ, სანამ ახალი არჩევნები ჩატარდება", – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
თაგები:
