“შეთანხმების მიღწევაზე ჯერ საუბარი ნაადრევია, ჩვენ გავცვალეთ პოზიციები”


ავტორი
Front News საქართველო
ვფიქრობ, იმედიანი გაზაფხული დგება, – ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, შეთანხმების მიღწევაზე საუბარი ნაადრევია. ამასთან, როგორც ნათელაშვილმა განაცხადა, არსებულ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა.
"ჩვენმა სტუმარმა, ევროკავშირის პრეზიდენტმა შარლ მიშელმა აჩვენა უნიკალური პოლიტიკური და დიპლომატიური უნარი, რასაც ვერ წარმოვიდგენდით ის მოახდინა, რომ ჩვენ დავსხედით საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელობით კონსულტაციებისთვის, რომელიც არ არის არც მოლაპარაკება და არც რაუნდი, ვიდრე არ გათავისუფლდება ნიკა მელია და ყველა პოლიტიკური პატიმარი. ასევე, ვიდრე პირველ საკითხად არ ჩაჯდება ახალი საპარლამენტო არჩევნები, რომელმაც უნდა შეცვალოს არა მარტო ხელისუფლება, ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ. შეთანხმების მიღწევაზე ჯერ საუბარი ნაადრევია. ჩვენ გავცვალეთ პოზიციები და სავსებით გასაგებად ვუთხარით მთავრობის ხელმძღვანელს, რომ არსებულ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალია ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს