
ავტორი
Front News საქართველო
ბიზნესმენი ლევან ვასაძე აცხადებს, რომ საკმარისი პირადი რესურსი აქვს, იმისთვის, რომ მის მიერ დაარსებულმა მოძრაობამ იფუნქციონიროს.
"მე მაქვს ჩემი წილი რაღაც. ახლა შეუძლებელია მქონდეს ის რესურსები, რომ ბიძინას აჯობო, ან გლობალისტებს, რომლებიც "ნაცებს" აფინანსებენ, მაგრამ ჩვენ გვაქვს საკმარისი რესურსები. მე, როგორც არაერთი წელი მესაქმე ადამიანს, ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს იყოს საკმაოდ ღია პროცესი. მე მინდა დავუძახო ქართველ ბიზნესმენებს.
ჩვენ შეიძლება ვცადოთ ე.წ "ფანრეიზინგი" ამერიკელ კონსერვატორებში, თუ ეს არ შევა, თუ უშუალოდ პოლიტიკური პარტიისთვის არა, ჩვენ ჯერ ხომ არ ვართ პოლიტიკური პარტია, საზოგადოებრივი მოძრაობისთვის მაინც ხომ?"-აცხადებს ვასაძე.
ლევან ვასაძე საზოგადოებრივ მოძრაობა "ერს“ აფუძნებს. მისი განაცხადებით, "ქოც-ნაცური პოლიტიკა" უნდა დასრულდეს. მოძრაობის პრეზენტაცია 16 მაისს გაიმართება. ვინ იქნებიან ვასაძის თანაგუნდელები და რა შეთავაზება აქვს მას საზოგადოებისთვის, ცნობილი სწორედ ამ აქცია-პერფორმანსზე გახდება.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს