Logo

“შევთანხმდით, რომ ამ ქვეყანას, როგორც არასდროს სჭირდება შიდა სტაბილურობა, შერიგება, დიალოგი”

საზოგადოება
693
Frontnews image description

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლა ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ თავისი ევროპული და დემოკრატიული გზა გააგრძელოს და არაფერმა შეუშალოს ხელი.

„მინდა, დიდი მადლობა მოვახსენო ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს აქ ჩამოსვლისთვის. მე გავიხსენებ ორი თვის წინ ჩემს ვიზიტს ბრიუსელში, რომელიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც პირველი პოსტკოვიდვიზიტი და ძალიან კარგი საუბარი გვქონდა მაშინაც. დღეს პრეზიდენტის ჩამოსვლა საქართველოში ნიშნავს, რომ ევროკავშირი არსად წასულა, აქ არის და როგორც არასოდეს, ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ თავისი ევროპული და დემოკრატიული გზა გააგრძელოს და არაფერმა შეუშალოს ხელი. როგორც არასდროს, ეს მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ ამ რეგიონში ვითარება შეიცვალა და საჭიროა, რომ საქართველო, როგორც დემოკრატიის კუნძული, კიდევ უფრო გაძლიერდეს და გამყარდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე აღნიშნეს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება საზოგადოების დაკვეთის შესრულებას ნიშნავს

"დეტალურად ვისაუბრეთ პოლიტიკურ ვითარებაზე, შევთანხმდით ერთ რამეზე, რომ ამ ქვეყანას, როგორც არასდროს სჭირდება შიდა სტაბილურობა, შერიგება, დიალოგი. ეს არის ჩვენი ერთადერთი გზა იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ყველა ის დივიდენდი, რაც მოდის ევროკავშირის გზაზე. ჩვენ უნდა შევძლოთ და დროზე მივხვდეთ, რომ ეს ეს ყველაფერი ჩვენს ხელში არის, ჩვენს საზოგადოებას ეს უნდა და სხვა არაფერი. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველა მხრიდან იმას ნიშნავს, რომ რაც არის საზოგადოების მოთხოვნა, ის შეასრულოს და იმ გზაზე წაიყვანოს საქართველო", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

თაგები:

Advertisement