Logo

შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება დაგეგმილზე ადრე იწყება

საზოგადოება
1038
Frontnews image description

ბოლო 7 დღის დადებითობის საშუალო მაჩვენებელი შემცირდა 4%-მდე, შესაბამისად შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება დაგეგმილზე ადრე იწყება:

ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან  – თბილისში, რუსთავში და ქუთაისშიც, ანუ მთელი საქართველოს მასშტაბით – 

1.  აღდგება მუნიციპალური  ტრანსპორტის მუშაობა (თბილისის მეტრო, ავტობუსები, ე.წ სამარშუტო ტაქსები) – გარდა შაბათ-კვირისა;

2.  გაიხსნება  ღია და დახურული ბაზრობები – გარდა შაბათ-კვირისა;

ერთი კვირის შემდეგ, ანუ 15 თებერვლიდან – თბილისში, რუსთავსა და ქუთაისშიც, სრულად მთელი საქართველოს მასშტაბით:

1.    ბავშვები სწავლას საკლასო ოთახებში განაგრძობენ (ამასთან, მშობლებს კვლავაც ექნებათ უფლება სურვილის შემთხვევაში აირჩიონ დისტანციური სწავლება);

2.  კვების ობიექტები ღია სივრცეებში სტუმრების მიღებას შეძლებენ – გარდა შაბათ-კვირისა;

∙  მკაცრდება სანქცია პირბადის ტარების წესის დარღვევაზე  და მეორედ დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა გაიზრდება. 

∙   ორგანიზაციები, ბიზნესსუბიექტები, რომლებიც მიზანმიმართულად დაარღვევენ კანონს და შეზღუდვების პერიოდში განახორციელებენ აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას,  ვეღარ ისარგებლებენ პანდემიის დროს დაწესებული შეღავათებით, სუბსიდირებით  და სხვადასხვა  პროგრამებით.

თაგები:

Advertisement