შიდა აუდიტის ტრენინგების მორიგი ეტაპი დაიწყო


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში შიდა აუდიტის ტრენინგი დაიწყო. ტრენინგების სერიის მე-8 ეტაპი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და ნატოს სამეკავშირეო ოფისის დირექტორმა ალექსანდრე ვინიკოვმა ოფიციალურად გახსნეს.
სწავლებაში 22 სხვადასხვა საჯარო უწყების 30 შიდა აუდიტორი მონაწილეობს. მათ ოთხდღიანი კურსის ფარგლებში ბრიტანელი ექსპერტი ჯონ ჩეშიერი „პერსონალის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის აუდიტის“, ასევე „საინფორმაციო ტექნოლოგიების აუდიტის“ საკითხებს გააცნობს.
კურსი საჯარო სექტორში ფუნქციურად ძლიერი შიდა აუდიტის სამსახურების ჩამოყალიბებასა და აუდიტის საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. ტრენინგი თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინიციატივით, ნატო-საქართველოს კეთილსინდისიერების ამაღლების (BI) პროგრამის მხარდაჭერითა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრთან კოორდინაციით ტარდება.
თაგები:
თავდაცვის სამინისტრო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს