შიდა ქართლში 5 და 7 წლის ბავშვების გაუპატიურების ბრალდებით 30 წლამდე მამაკაცია დაკავებული


ავტორი
Front News საქართველო
შიდა ქართლში 5 და 7 წლის ბავშვების გაუპატიურების ბრალდებით 30 წლამდე მამაკაცია დაკავებული.
არსებული ინფორმაციით, დაკავებული არასრულწლოვნების ოჯახის ნათესავია.
გორის რაიონულმა სასამართლომ მამაკაცს აღკვეთის სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებულის დედა ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ-ის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს. დანაშაული დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
თაგები:
გაუპატიურება

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს