შიმშილობის 30-ე დღეს ბათუმის აქციების მედროშე თემურ ქათამაძე კლინიკაში გადაიყვანეს

ავტორი
Front News საქართველო
ბათუმის პროევროპული აქციების მედროშე თემურ ქათამაძე, შიმშილობის 30-ე დღეს, იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ “ბათუმელები” მის მეგობარზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, თემურ ქათამაძე გამოკვლევებისთვის კლინიკა “ჰელსიკორშია” გადაყვანილი.
თემურ ქათამაძე 16 იანვარს, ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, რამდენიმე წუთში დააკავეს. პოლიცია მას საქართველოში ცხოვრების უფლების არქონას ედავება.
თაგები:
თემურ ქათამაძე




