შინაგან საქმეთა მინისტრი ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ბაურჟან მუხამეჯანოვთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას. ასევე, განსაკუთრებით აღინიშნა მხარეთა შორის აქტიური სამუშაო ვიზიტების განხორციელების საკითხი, გამოცდილების გაზიარების მიზნით.
შეხვედრის დასასრულს ვახტანგ გომელაურმა და ყაზახეთის ელჩმა სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის გაღრმავებასა და ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.
თაგები:
ვახტანგ გომელაური
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


