
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ჰადას მეიცადთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ორი ქვეყნის სამართალდაცვით უწყებებს შორის ჩამოყალიბებული თანამშრომლობის ეფექტიანობა. ვახტანგ გომელაურმა ყურადღება გაამახვილა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაში პოლიციის ატაშეების როლზე და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში მოხდება საქართველოს პოლიციის ატაშეს წარგზავნა ისრაელში, რაც არსებულ საპოლიციო თანამშრომლობას კიდევ უფრო ნაყოფიერს და ინტენსიურს გახდის. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ისრაელის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელის ვიზიტზე საქართველოში, რომელიც უახლოეს მომავალში შედგება.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი გამოთქვეს და სხვადასხვა მიმართულებით არსებული კავშირების გაფართოების პერსპექტივები დასახეს.
თაგები:
ვახტანგ გომელაური
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს