
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ფატმა ჯერენ იაზგანთან შეხვედრა გამართა.
შსს-ს ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ, განიხილეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები, კერძოდ, ყურადღება გამახვილდა სამართალდაცვით, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და საზღვრისპირა სფეროებში თანამშრომლობის ინტენსიურ გაგრძელებაზე.
შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა მხარეთა შორის შეხვედრების გამართვის დინამიურობის აუცილებლობასა და უსაფრთხოების სფეროში ერთობლივი კომისიის საქმიანობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს