“შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ”


ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სამინისტრო „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას მომავალშიც გააგრძელებს. ამის შესახებ მან საკანონმდებლო ორგანოში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში, პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ. აქტიური ღონისძიებები ტარდება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, საზღვარგარეთ, უცხოელ კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობით. 2020 წელს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ იქნა 5 „კანონიერი ქურდი“, ასევე „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობისთვის, „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 49 პირის მიმართ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს