
ავტორი
Front News საქართველო
შინაგანი ბრძოლა მაქვს, რომ საკადრისი პასუხი გავცე იმ ხალხს, ვინც ტყუილუბრალოდ შეურაცხყოფას გვაყენებდა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა.
"სიმართლე გითხრათ, ჩემში ორი რამ იბრძვის. ერთი, ჩვეულებრივი ალეკო ელისაშვილი და მეორე, პოლიტიკოსი. ერთი მეუბნება, რომ თვალებში ძალიან მკაცრად უნდა ჩავხედო იმ ადამიანებს, რომლებიც პარლამენტში შემოსვლისთვის გვლანძღავდნენ და ამბობდნენ, რომ არასოდეს შემოვიდოდნენ, მაგრამ ვნახეთ, რომ შემოდიან. ამისთვის მინდა, მათ თვალებში ჩავხედო და პასუხი ვაგებინო. პირველ ნაწილს მეორე – პოლიტიკოსი ებრძვის, რადგან როცა პოლიტიკაში წავედი, თავს პირობა მივეცი, რომ ხალხსა და ქვეყანაზე უნდა მეფიქრა. ეს ორი ერთმანეთს ხელს შეუშლის და ბრძოლაში ვარ.
დიდ ბრძოლებში ვარ, შინაგანი ბრძოლები მაქვს, რომ ისე გავცე პასუხი, როგორც ვფიქრობ, თუ ისე ვიმოქმედო, როგორც პოლიტიკოსს შეჰკადრის. როგორ? რომ საკადრისი პასუხი გავცე იმ ხალხს, ვინც ტყუილუბრალოდ შეურაცხყოფას გვაყენებდა იმ ადამიანების დიდი ნაწილიდან, ვინც პარლამენტში თავად შემოდის და ახლა ამას ძალიან პრინციპულ ნაბიჯად ასაღებს. ვინ არიან, მათი დასახელება არ მინდა ამ საწყისების ბრძოლის გამო“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს