Logo

შინდისში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს

რეგიონები
78
Frontnews image description

შინდისში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს.

გორის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში მოეწყობა ჭაბურღილი, საქლორატორო, სადაწნეო კოშკი, გამანაწილებელი ქსელი და დამონტაჟდება ინდივიდუალური მრიცხველები.

სამუშაოების დასრულების შემდეგ სოფელში მცხოვრები 120-მდე ოჯახი განახლებული წყალმომარაგების სისტემით ისარგებლებს. 

სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება 

გარდა შინდისისა, მიმდინარე წელს სასმელი წყლის სისტემების მოწყობა/რეაბილიტაცია მიმდინარეობს კიდევ 8 სოფელში - ერგნეთი, ფლავისმანში, ქვემო არცევში, ფლავში, დიცში, აძვში, კოშკასა და ქვეშში.

თაგები:

შინდისი
Advertisement