შოიგუ – ჩვენ 5 937 ადამიანი დავკარგეთ, უკრაინამ – 100 ათასზე მეტი


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დღემდე, რუსეთის ზარალი თითქმის 6 ათასი სამხედროა, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა.
“დღეს ჩვენი დანაკარგები 5,937 ადამიანია. ჩვენი ბიჭები ვაჟკაცურად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. აქვე აღვნიშნავ ჩვენს ექიმებზე – დაჭრილების საერთო რაოდენობიდან, დაახლოებით 90% დაუბრუნდა მოვალეობას”, – განაცხადა შოიგუმ.
მისივე მტკიცებით, უკრაინის დანაკარგი 100 000-ზე მეტი მოკლული და დაჭრილია.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დანაკარგების შესახებ მონაცემები მხოლოდ ერთხელ 25 მარტს გაავრცელა. შოიგუს უწყების მაშინდელი მონაცემებით, დაღუპული იყო 1351 და დაჭრილი იყო 3 800-ზე მეტი ადამიანი.
უკრაინის გენშტაბის მონაცემებით რუსეთმა უკრაინაში დღემდე 55 ათასი სამხედრო დაკარგა.
რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში დღეს ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. თავდაცვის მინისტრის თქმით, ჯარში 300 000 რეზერვისტს გაიწვევენ.
თაგები:
სერგეი შოიგუ

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს