შოიგუ – ნაწილობრივი მობილიზაციის დროს 300 ათას რეზერვისტს გავიწვევთ

ავტორი
Front News საქართველო
მობილიზაციის დროს რუსეთის ჯარში 300 000 რეზერვისტის გაწვევას გეგმავს, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა.
”ნაწილობრივი მობილიზაციის დროს, სულ 300 ათას რეზერვისტს გამოვიძახებთ”, – აღნიშნა მან.
შოიგუს თქმით, წვევამდელები და სტუდენტები, სავარაუდოდ, არ მოხვდებიან მობილიზაციის ქვეშ.
”რუსეთს აქვს უზარმაზარი მობილიზაციის რესურსი, თითქმის 25 მილიონი ადამიანი, 1%-ზე მეტი ექვემდებარება ნაწილობრივ მობილიზაციას”, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


