შოიგუ – რუსეთი არ გეგმავს ტაქტიკური ბირთვული ან ქიმიური იარაღის გამოყენებას უკრაინაში


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთი არ გეგმავს ტაქტიკური ბირთვული ან ქიმიური იარაღის გამოყენებას უკრაინაში, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა.
“მედია ავრცელებს სპეკულაციას რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის სავარაუდო გამოყენების შესახებ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს ან ქიმიური იარაღის გამოყენების მზადყოფნის შესახებ. ეს აბსოლუტური სიცრუეა.
სამხედრო თვალსაზრისით, დასახული მიზნების მისაღწევად უკრაინაში არ არის საჭირო ბირთვული იარაღის გამოყენება. რუსული ბირთვული იარაღის მთავარი მიზანია ბირთვული თავდასხმის შეკავება. მისი გამოყენება შემოიფარგლება საგანგებო სიტუაციებით, რაც განსაზღვრულია რუსული სახელმძღვანელო დოკუმენტები, რომლებიც ღიაა საზოგადოებისთვის“, – განაცხადა შოიგუმ.
მისივე თქმით, უკრაინაში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ ბრალდებები ასევე აბსურდულია.
“შეგახსენებთ, რომ შეერთებული შტატებისგან განსხვავებით, ასეთი იარაღი ჩვენს ქვეყანაში სრულად განადგურდა ჯერ კიდევ 2017 წელს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ფარგლებში. ამავდროულად, ტოქსიკური ნივთიერებების გამოყენებით პროვოკაციები დასავლეთის მიერ დაფინანსებული ე.წ. საზოგადოებრივი ორგანიზაციების დამახასიათებელ ნიშნად იქცა, როგორიცაა თეთრი ჩაფხუტები სირიაში.
საინფორმაციო პროვოკაცია მიზნად ისახავს ყურადღების გადატანას უკრაინაში აღმოჩენილი ფაქტებიდან ამერიკელი სპეციალისტების მიერ აკრძალული სამხედრო ბიოლოგიური კვლევის შესახებ“, – განაცხადა შოიგუმ.


გიორგი რუხაძე – თუ რუსეთი ტაქტიკური იარაღის გამოყენებას გაბედავს, მნიშვნელობა არ აქვს თეორიულად ქაღალდზე ლუგანსკის რეგიონი სად ეწერება

“დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა გააფრთხილეს რუსეთი, უკრაინაში ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული იარაღი არ გამოიყენოს

ბრიტანეთის დაზვერვა განმარტავს, ემზადება თუ არა რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად