შოიგუ – რუსეთის სამხედრო ძალები უმკაცრესად უპასუხებენ უკრაინას ბელგოროდის მსგავსი დივერსიის შემთხვევაში

ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის სამხედრო ძალები უკიდურესად მკაცრად უპასუხებენ უკრაინას ბელგოროდის რეგიონზე თავდასხმის მსგავსი შემდგომი დივერსიას შემთხვევაში, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა.
“განადგურდა 70-ზე მეტი უკრაინელი ტერორისტი, ასევე მანქანები და ჯავშანტექნიკა. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელი “ბოევიკების” მსგავს ქმედებებზე ოპერატიულ და უკიდურესად მკაცრ პასუხს”, – განაცხადა შოიგუმ.
მისივე თქმით, დასავლეთის სამხედრო ოლქის სახელმწიფო საზღვრის საავიაციო და საარტილერიო ქვედანაყოფების ერთობლივი მოქმედებების წყალობით დივერსანტები დაბლოკეს და დაამარცხეს.
თაგები:
ბელგოროდი




