“შოკირებული ვარ სცენით, რომელიც დღეს ვნახეთ “ნაციონალური მოძრაობის” მთავარ ოფისში”


ავტორი
Front News საქართველო
ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი აცხადებს, რომ დღეს განვითარებული მოვლენებით შოკირებულია.
"შოკირებული ვარ სცენით, რომელიც დღეს ვნახეთ "ნაციონალური მოძრაობის" მთავარ ოფისთან. ძალადობა და ქაოსი არის უკანასკნელი რამ, რაც საქართველოს ახლა სჭირდება. მე დაჟინებით მოვუწოდებ ორივე მხარეს, იმოქმედოს თავშეკავებით, დღეს და მომდევნო დღეებში". – წერს მარკ კლეიტონი.
ნიკა მელია სპეცრაზმმა 23 თებერვალს დააკავა. პოლიციელები იმ ოთახში, სადაც მელია იმყოფებოდა, ძალადობრივად შეიჭრნენ, გამოიყენეს წიწაკის სპრეი და ენმ-ის თავმჯდომარე ძალის გამოყენებით გაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს