Logo

შოლცი – არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ რუსეთი სხვა ქვეყანაში არ შეიჭრება

მსოფლიო
847
Frontnews image description

ამჟამად არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ რუსეთი სხვა ქვეყანაში არ შეიჭრება, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.

 

შოლცის აზრით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ევროპამ  მიიჩნია, რომ საზღვრები „აღარ გადაინაცვლებს ძალის გამოყენებით და რომ სახელმწიფოთა სუვერენიტეტი უნდა იყოს დაცული“, რუსეთმა კი დაარღვია ეს სტატუს კვო და, შესაბამისად, ვერავინ იტყვის, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იგივეს აღარ გააკეთებს.

 

”სწორედ ამიტომ ჩვენ ერთდროულად გადავწყვიტეთ, რომ გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვის ძალისხმევა”, – აღნიშნა შოლცმა.

 

მან ასევე ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გერმანიის მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა.

 

“ჩვენთვის ნათელია, რომ თუ ეს ორი ქვეყანა გადაწყვეტს, რომ ნატოს ნაწილი უნდა იყოს, მათ შეუძლიათ ჩვენი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეთ“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

თაგები:

ოლაფ შოლცი
Advertisement