შოლცი და მაკრონი პირობას დებენ, რომ უკრაინას იქამდე დაუჭერენ ურყევად მხარს, ვიდრე საჭირო იქნება


ავტორი
Front News საქართველო
გერმანია და საფრანგეთი დაეხმარებიან უკრაინას მანამ, სანამ საჭირო იქნება. შესაბამისი განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გააკეთეს.
შოლცი და მარკონი ერთმანეთს დღეს პარიზში შეხვდნენ.
“ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის ურყევ მხარდაჭერას იქამდე, სანამ ეს საჭიროა, როგორც ევროპელები, რათა დავიცვათ ჩვენი ევროპული სამშვიდობო პროექტი”, – განაცხადა შოლცმა.
მაკრონის თქმით, მხარდაჭერა იქნება “ურყევი“ ყველა სფეროში.
“24 თებერვლის შემდეგ ჩვენი კავშირი არ გაყოფილა და არ გაქცევია პასუხისმგებლობას“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს