შოლცი – დასავლეთის მიზანია უკრაინის დახმარება და არა რუსეთში რეჟიმის შეცვლა


ავტორი
Front News საქართველო
დასავლეთის ქვეყნების მიზანი ახლა არის დაეხმაროს უკრაინას დაიცვას საკუთარი თავი რუსული შეჭრისაგან და არა პუტინის რეჟიმის შეცვლა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.
გერმანიის მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უაზრო იქნებოდა რუსეთში რეჟიმის დამხობის იმედი კერძო სამხედრო კომპანიის “ვაგნერის” დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის აჯანყების დროს.
“ვაგნერი” სამხედრო შენაერთია, რომელიც ძალზე აგრესიულად მოქმედებს მთელ მსოფლიოში და უშუალოდ რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
მისივე თქმით, წარუმატებელმა აჯანყებამ ვლადიმერ პუტინი დაასუსტა.
”მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ ის დასუსტებულია, რადგან ეს გვიჩვენებს, რომ არის ბზარები ავტორიტარულ ძალაუფლების სტრუქტურებში და არ ზის ისე მყარად უნაგირზე, როგორც ამას ყოველთვის ამტკიცებს“, – განაცხადა შოლცმა.
გერმანიის კანცლერის თქმით, ჯერჯერობით უცნობია, აიძულებს თუ არა ასეთი ვითარება რუსეთს, გაიყვანოს თავისი ჯარები უკრაინიდან და დაიწყოს სამშვიდობო მოლაპარაკებები.
თაგები:
ოლაფ შოლცი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს