შოლცი – ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა არასაკმარის დახმარებას უწევს უკრაინას


ავტორი
Front News საქართველო
ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა არასაკმარის დახმარებას უწევს უკრაინას, რომელიც რუსეთთან ომშია, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.
“ბევრმა დედაქალაქმა უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს: ვაკეთებთ თუ არა საკმარისს (უკრაინის დახმარების საკითხში)? პასუხი უმეტეს შემთხვევაში შეიძლება მხოლოდ უარყოფითი იყოს”, – განაცხადა შოლცმა ჟურნალისტებთან ევროსაბჭოს დღევანდელი სამიტის შემდეგ.
მისივე თქმით, გერმანია, რომელიც უკრაინის მთავარი ევროპული მოკავშირეა სამხედრო დახმარების საკითხში, მარტო ვერ უზრუნველყოფს.
გერმანია უკრაინის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. მან უკვე გადასცა Patriot და IRIS-T საზენიტო-სარაკეტო სისტემები, Leopard 2 ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები Marder და მრავალი სხვა აღჭურვილობა უკრაინელ სამხედროებს.
2024 წლისთვის გერმანიამ 8 მილიარდი ევრო გამოყო უკრაინის რუსეთის წინააღმდეგ ომში დასახმარებლად.
31 იანვარს შოლცმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას ევროპის ქვეყნებს მოუწოდა გაზარდონ დახმარება უკრაინაში. ასევე გუშინ გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა. მასში შედიოდა საჰაერო თავდაცვის რაკეტები, ყველგანმავალი მანქანები და ჯავშანტექნიკა.
თაგები:
ოლაფ შოლცი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს