Logo

შოლცი ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს, უკრაინის დახმარება გააძლიერონ, რათა მშვიდობა უფრო სწრაფად დამყარდეს

უკრაინა
739
Frontnews image description

გერმანია 7 მილიარდ ევროზე მეტს დახარჯავს უკრაინის დასახმარებლად 2024 წელს, ევროპელმა მოკავშირეებმა უნდა გააძლიერონ კიევის მხარდაჭერა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.

 

როგორც კანცლერმა აღნიშნა, თუ პუტინისადმი გზავნილი არის ის, რომ დასავლეთი ერთად დგას უკრაინის მხარდასაჭერად და უკან არ იხევს, “მაშინ მშვიდობა შესაძლებელი იქნება იმაზე მალე, ვიდრე დღეს ვფიქრობთ“.

 

მისივე თქმით, წელს გერმანია უკრაინის დახმარებაზე 7 მილიარდ ევროზე მეტს დახარჯავს და მიუღებელია, რომ ბერლინი ახლა კიევს ყველა ევროპული ქვეყნის სამხედრო დახმარების ნახევარზე მეტს აძლევს.

 

გერმანია უკრაინის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ბერლინი კიევს არა მარტო პოლიტიკურ და ფინანსურ მხარდაჭერას, არამედ სამხედრო მხარდაჭერასაც უწევს. სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან გერმანიამ უკრაინას რამდენიმე ტიპის არტილერია, ძველი და ახალი მოდიფიკაციების ლეოპარდის ტანკები, IRIS-T და Patriot საჰაერო თავდაცვის სისტემები, საბრძოლო მასალა, მანქანები, თვითმფრინავები და სხვა ტიპის იარაღი მიაწოდა.

 

თაგები:

ოლაფ შოლცი
Advertisement