შოლცი – გერმანია რუსეთთან აღარ თანამშრომლობს და ახალ რეალობას სწრაფად მოერგო


ავტორი
Front News საქართველო
გერმანია აღარ თანამშრომლობს რუსეთის ფედერაციასთან და შეძლო სწრაფად მოერგოს ახალ რეალობას, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.
“2022 წლის 24 თებერვალს ჩვენ ეპოქის ცვლილების წინაშე აღმოვჩნდით და გერმანია სწრაფად შეეგუა ამ ახალ რეალობას. რეალობას, სადაც ჩვენ აღარ ვთანამშრომლობთ რუსეთთან“, – განუცხადა შოლცმა ჟურნალისტებს ლათინურ ამერიკაში გამგზავრების წინ.
გერმანიის კანცლერმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანა აღარ არის დამოკიდებული რუსულ გაზზე, ნავთობსა და ნახშირზე. მისი თქმით, ქვეყანამ რამდენიმე თვეში შეძლო ენერგეტიკის სექტორის გარდაქმნა, თუმცა ეკონომიკის ცალმხრივი დამოკიდებულების შესამცირებლად მუშაობას განაგრძობს.
თაგები:
ოლაფ შოლცი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს