Logo

შოლცი – ყირიმის მომავალი შეიძლება იყოს გადამწყვეტი საკითხი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში

უკრაინა
1209
Frontnews image description

ყირიმის ნახევარკუნძულის მომავალი შეიძლება გახდეს გადამწყვეტი საკითხი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა ARD-თან ინტერვიუში განაცხადა.

 

“ყირიმი უკრაინას ეკუთვნის უკვე ძალიან, ძალიან დიდი ხანია“, –  აღნიშნა მან.

 

ამავდროულად, ვილნიუსში ნატოს მომავალ სამიტზე გაწევრიანების პერსპექტივების მკაფიოდ დასახვის მოთხოვნის საპასუხოდ შოლცმა განაცხადა, რომ თუ უკრაინა შეუერთდება ნატოს, არ უნდა იყოს გადაუჭრელი სასაზღვრო კონფლიქტები.

 

მისივე თქმით, გერმანია მიიჩნევს, რომ ბერლინი პასუხისმგებელია უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაზე.

თაგები:

ოლაფ შოლცი
Advertisement