შოლცი – რუსეთის ომი დასრულდება იმით, რომ უკრაინა გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ იმით დასრულდება, რომ უკრაინა გახდება ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.
გერმანიის მთავრობის მეთაურის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში გამარჯვებას ვერ შეძლებს.
“ჩვენი კონტინენტის ისტორიის მწარე თავი დასრულდება იმით, რომ თავისუფალი უკრაინა შეუერთდება ევროკავშირს, როგორც სრულუფლებიანი წევრი“, – განაცხადა შოლცმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ მისი სოციალ-დემოკრატების პარტია, რომელიც ახლა მმართველი კოალიციის ნაწილია, მხარს უჭერს ევროპაში ძალის გამოუყენებლობის, საზღვრების ხელშეუხებლობის, სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისა და თვითგამორკვევისკენ ხალხთა უფლებების პრინციპებს.
თაგები:
ოლაფ შოლცი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს