შოლცი – ველოდებით, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მყოფი ქვეყნები ევროკავშირის სასანქციო პოლიტიკას შეუერთდებიან


ავტორი
Front News საქართველო
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მოუწოდებს სერბეთსა და ბალკანეთის სხვა ქვეყნებს, რომელთაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, აამოქმედონ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები.
“ჩვენ ველოდებით, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში მყოფი ქვეყნები ევროკავშირის სასანქციო პოლიტიკას შეუერთდებიან“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
ბრიუსელი ასევე მოითხოვს, რომ დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებმა გააუქმონ გამარტივებული სავიზო რეჟიმის მოქმედება ზოგიერთ მესამე ქვეყანასთან, რომელთა მოქალაქეებიც შემდეგ ევროკავშირში მიემგზავრებიან.
თაგები:
ოლაფ შოლცი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს