Logo

შონ პენი – თუ ზელენსკის არ მიიწვევენ, დაბრუნებისთანავე ჩემს ოსკარს გადავადნობ

მსოფლიო
1454
Frontnews image description

რეჟისორი შონ პენი ოსკარს მოუწოდებს, 28 მარტს დაგეგმილ ღონისძიებაზე უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი მიიწვიონ და სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მისცენ.

 

“თუ აკადემია გადაწყვეტს, ეს არ გააკეთოს, თუ წამყვანები გადაწყვეტენ, რომ უკრაინას მხარი არ დაუჭირონ, უკრაინას, რომელიც ჩვენს ნაცვლად იღებს იმ ტყვიებს და ბომბებს ბავშვებთან ერთად, მაშინ მგონია, რომ ამ ადამიანების საქციელი იქნება ყველაზე სამარცხვინო ჰოლივუდის მთელს ისტორიაში და თუ ასე მოხდება, დაბრუნებისთანავე მე ჩემს ოსკარს გადავადნობ”, – განაცხადა შონ პენმა.

 

შონ პენი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჩავიდა და განაცხადა, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე დოკუმენტური ფილმის გადაღებას აპირებს, რათა მსოფლიოს რეალობა დაანახოს.  

Advertisement