შონ პენი – უკრაინამ საქართველოც მაჩუქა

ავტორი
Front News საქართველო
როგორც ერთ ამერიკელს უკრაინამ არა მხოლოდ უკრაინა, არამედ საქართველოც მაჩუქა, – ამის შესახებ ცნობილმა მსახიობმა და რეჟისორმა შონ პენმა თბილისში, ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალზე.
“ბედნიერება ადამიანებისთვის ერთიანობას ნიშნავს. მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, უკრაინა საქართველოს გარეშე არ არსებობდა და ახლაც ასეა. როგორც ერთ ამერიკელს უკრაინამ არა მხოლოდ უკრაინა, არამედ საქართველოც მაჩუქა. მე შემიძლია ვუთხრა ქართველებს სიმართლე, რომელიც ვიცი საწყენია, მაგრამ ბოლო 24 საათის განმავლობაში უფრო მეტი გავიგე, ვიდრე მთელი ცხოვრება ვიცოდი ამ ქვეყნის შესახებ, ახლა კი საქართველოზე ყოველმხრივ შემიძლია საუბარი. ძალიან შემიყვარდა საქართველო.
რაც შეეხება უკრაინას, მე მათ სოლიდარობას ვუცხადებ. უკრაინას ახლა ყველაზე მეტად სჭირდება მხარდაჭერა, რადგან ისინი იცავენ ახლა საკუთარ სახლებსა და ოჯახებს”, – განაცხადა შონ პენმა.
შონ პენმა უკრაინას მხარდაჭერა ომის დაწყებისთანავე გამოუცხადა. ის კიევშიც იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ ზელენსკის თავისი ოსკარი დაუტოვა, რომელსაც უკან მხოლოდ უკრაინის გამარჯვების შემდეგ დაიბრუნებს.
თაგები:
შონ პენი




