Logo

შოთა თუთბერიძე - ყოველთვის ვიცოდით, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება დამოკიდებული იყო პოლიტიკურ დაკვეთაზე

სამართალი
219
Frontnews image description

მას ედავებოდნენ გაურკვეველი ნივთიერების ან ნივთის ქონას, თუმცა ვერ დასტურდებოდა და ვერც დასტურდება ის, რომ ეს ნივთი მას ნამდვილად ჰქონდა, - ამის შესახებ  დავით ხომერიკის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გარკვეული ბუნდოვანი მოლოდინები არსებობდა, რომ სასამართლო ამ განაჩენს გამოიტანდა.

"ჩვენ გარკვეული ბუნდოვანი მოლოდინები, რა თქმა უნდა, გვქონდა და ცხადია, როდესაც მე პირადად ვუყურებდი იმას, რომ გარკვეული რეპრესიული პოლიტიკა შერბილდა “ქართული ოცნების” მხრიდან, გარკვეული იმედები გამიჩნდა, თუმცა, ბუნებრივია, ყოველთვის ვუშვებდით და ვიცოდით, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება დამოკიდებული იყო არა მოსამართლის მიერ განხორციელებულ  მართლმსაჯულებაზე, არამედ პოლიტიკურ დაკვეთაზე, რომელიც არსებობდა. 

მას ედავებოდნენ გაურკვეველი ნივთიერების ან ნივთის ქონას, თუმცა ვერ დასტურდებოდა და ვერც დასტურდება ის, რომ ეს ნივთი მას ნამდვილად ჰქონდა. ამას ადასტურებდა პოლიციელთა ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები", - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ დავით ხომერიკს თავისუფლების 4 წლით და 6 თვით აღკვეთა მიუსაჯა. 

დავით ხომერიკი 2024 წლის 2 დეკემბერს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით - გზის გადაკეტვისთვის დააკავეს, შემდეგ კი პროკურატურამ განაცხადა, რომ დაკავების დროს მას ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოუჩინეს, რომელიც გამოყენებისთვის გამზადებული იყო.

Advertisement