
ავტორი
Front News საქართველო
ამ მანქურთების მშვიდობა ნიშნავს იმას, რომ რეალურად, ბოდიში უნდა მოვუხადოთ ოსებს, აფხაზებს იმისათვის, რომ ჩვენ მოგვიწყვეს გენოციდი და ჩვენ ბოდიში უნდა მოვუხადოთ რუსებს იმისათვის, რომ მათ ეს “მშვიდობა” დაამყარეს ამ ტერიტორიაზე, – ამის შესახებ ტერიტორიული მთლიანობის კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ შოთა მალაშხიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ე.წ. მშვიდობას მოჰყვება ის, რომ ქართველი წვევამდელები რუსეთის მხარეს უკრაინაში იბრძოლებენ.
“უნდა გავაგრძელოთ გურამ გაბისკირიას პოზიცია და შეიძლება ეს დღევანდელ დღეს ასევე ჟღერდეს – “არ შეგარჩენთ!” ეს არის საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი გენოციდი და ეთნოწმენდა.
რაც შეეხება ბოდიშის მოხდას, ჩვენ ბოდიში უნდა მოვუხადოთ აფხაზეთში, სამაჩაბლოში, უკრაინაში დაღუპულ გმირებს, იმიტომ, რომ ეს მანქურთები დღეს ასეთი ჰონორით საუბარს. ამ მანქურთების მშვიდობა ნიშნავს იმას, რომ რეალურად, ბოდიში უნდა მოვუხადოთ ოსებს, აფხაზებს იმისათვის, რომ ჩვენ მოგვიწყვეს გენოციდი და ჩვენ ბოდიში უნდა მოვუხადოთ რუსებს იმისათვის, რომ მათ ეს “მშვიდობა” დაამყარეს ამ ტერიტორიაზე. ამ “მშვიდობას” მოჰყვება ის, რომ წვევამდელებმა უნდა იბრძოლონ უკრაინაში ოღონდ რუსეთის მხარეს”, – განაცხადა შოთა მალაშხიამ.
თაგები:
შოთა მალაშხია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს