
ავტორი
Front News საქართველო
დანაშაულია, რომ პაციენტს სათანადო მკურნალობას არ უტარებენ, – ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე აცხადებს.
მესამე პრეზიდენტის ადვოკატები ითხოვენ შესრულდეს სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაცია და მიხეილ სააკაშვილს სათანადო მკურნალობა აღმოუჩინონ, მათ შორის ფსიქოთერაპავტის დახმარება.
“ნებისმიერი შემთხვევაში, რეაბილიტაციის ნებისმიერი ასპექტი, რომელიც ჭირდება და არ უტარდება, არის დანაშაული ჩადენილი ან გულგრილობით, ან გაზრახ და ამ ყველაფერის გამო აგებენ პასუხს.
სახალხო დამცვველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის არის ფსიქოლოგი და ფსიქიატრი, ასევე ცენტრ „ემპათიას“ მიერ ჩამოყალიბებული ექსპერტთა ჯგუფში არის და მოიაზრება ფსიქოლოგის და ფსიქიატრის კონსულტაცია, რაც ჩვენთვის ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია და სასიხარულოა”,- განაცხადა შოთა თუთბერიძემ.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს კვლავ აქვს პრობლემა კვების მხრივ. რაც შეეხება ენდოკრინოლოგ ელენე გიორგაძის განცხადებას, თუთბერიძე განმარტავს, რომ ექიმმა ელენე გიორგაძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს შეუძლია საკვები მიიღოს, თუ ამის სურვილი ექნება, მაგრამ მიხეილ სააკაშვილს საკვების მიღება არ შეუძლია, რადგან ვერ ჭამს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს