Logo

შოთა თუთბერიძე – ეს არის არაადამიანობა, ადამიანის წამება და მკვლელობა ტყვეობაში

პოლიტიკა
1436
Frontnews image description

მიხეილ სააკაშვილი  არის დაახლოებით იმავე მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც იყო შიმშილობის ბოლო ეტაპზე, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა  შოთა თუთბერიძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით, მესამე პერეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმებულია.

 

“პრეზიდენტი არის შეუძლოდ და მან ვერ მოახერხა დიდი ხნით გაჩერებულიყო შეხვედრაზე, ეს არის შესამჩნევი არაპროფესიონალისთვის, ჩემთვის მაგალითად, უჭირს გადაადგილება, უჭირს დგომა, წონასწორობის დაცვა.  არ ვიცი,  როგორ შეიძლება უყურებდე ამ ადამიანის ტანჯვას.  მე ვიცი,  რომ ბევრი ადამიანი უყურებს, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ იციან რეალობა, მიუხედავად იმისა, რა სისულელეებიც  უნდა ილაპარაკონ, და შეიძლება დარჩე გულგრილი.

 

ეს არის არაადამიანობა, ეს არის ადამიანის წამება და მკვლელობა ტყვეობაში.  მდგომარეობა არის იმაზე უფრო მძიმეა,  ვიდრე იყო რამდენიმე დღის წინ.  ის არის დაახლოებით იმავე მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც იყო შიმშილობის ბოლო ეტაპზე“, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები