
ავტორი
Front News საქართველო
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაზიანება სწორედ ხელისუფლების მიზანია, ამიტომ მათ წისქვილზე წყალი არ უნდა დავასხათ, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ ულტიმატუმის ვადის ამოწურვის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი იმ უფლების რეალიზებას ითხოვს, რაც ყველა პატიმარს გააჩნია.
“ცხადია, პრეზიდენტის პოზიციას ამჟამად ვერ გავაჟღერებ, თუმცა დაცვის მხარე ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესდეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას. ვფიქრობ, მისი ჯანმრთელობის დაზიანება სწორედ ხელისუფლების მიზანია, ამიტომ ამ წისქვილზე წყალი არ უნდა დავასხათ. საბოლოო პოზიციას მასთან შეხვედრის შემდეგ გავიგებთ და ვნახავთ რა პოზიცია ექნება ამასთან დაკავშირებით.
რაც უნდა პროფესიონალი ექიმები ჰყავდეთ პენიტენციურ დაწესებულებაში, ყველას გვესმის, რომ ეს არ არის სამედიცინო დაწესებულება. ჩვენ არ ვაკისრებთ დამატებით ტვირთს და ვითხოვთ იმ უფლების რეალიზებას, რომელიც ყველა პატიმარს გააჩნია. ამიტომ, ყველანაირი შეზღუდვა, ხელოვნური ბარიერი და დაბრკოლება, რომელსაც პენიტენციური სამსახური ქმნის არის უკანონო”, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.
მიხეილ სააკაშვილი მასთან ექიმების შეშვებას და სატელეფონი კომუნიკაციის უფლებას ითხოვს. მან ხელისუფლებას ვადა 6 იანვრამდე მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის უკიდურესი ზომით იმუქრება.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს