
ავტორი
Front News საქართველო
მესამე პრეზიდენტი ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ მოინახულა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია და მესამე პრეზიდენტი სრულად წოლით რეჟიმზეა გადასული.
“ჩემი ბოლო ვიზიტის შემდეგ, ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის გაუარესებული. როგორც მან მითხრა, ის არის, უკვე სრულად წოლით რეჟიმზე, მეც დამხვდა მწოლიარე პალატაში, ამიტომ ჩვენს შორის კომუნიკაცია შედგა ასეთ მდგომარეობაში.
მე არ ვიცი სამედიცინო ჩვენებები ან ანალიზის პასუხები, თუმცა როგორც ადვოკატისთვის ცხადია ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე დღეა, მიხელ სააკაშვილი აქ არის, ჩემი შეფასებით პოზიტიური ძვრები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისკენ სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ შეიმჩნევა. ამჟამად ველოდებით კიდევ ერთხელ ექსპერტების დაშვებას იმიტომ, რომ მათ უნდა შეაფასონ ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე სამედიცინო კუთხით და შეაფასონ მკურნალობა რამდენად არის ეფექტური.
ამ მდგომარეობაში მე ვერ წარმომიდგენია, რომ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე მონაწილეობა მოახერხოს, იმიტომ რომ როგორც უკვე აღვნიშნე, მისი მდგომარეობა არის გაუარესებული”, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს