შოთა თუთბერიძე – მიხეილ სააკაშვილს ექიმები ვერ ნახულობენ, რაც მის პოლიტიკურ ტყვეობას კიდევ უფრო თვალში საცემს ხდის


ავტორი
Front News საქართველო
მიხეილ სააკაშვილს ექიმები ვერ ნახულობენ, რაც მის პოლიტიკურ ტყვეობას კიდევ უფრო თვალში საცემს ხდის, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა.
მისი თქმით, პენიტენციური სამსახურის ექიმებს კვლავ უკრძალავს მასთან შესვლას.
“რამდენიმე დღის განმავლობაში ადვოკატებსაც კი არ ჰქონიათ საშუალება შესულიყვნენ მიხეილ სააკაშვილთან და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაეგოთ. მის მიმართ, როგორც ვიცით, არანაირი მკურნალობა არ ხორციელდება და მას რაიმე რეაბილიტაციის კურსი არ ჩატარებია.
პენიტენციური სამსახურის ექიმებს და მათ შორის სამთავრობო კონსილიუმის წევრებს უკრძალავს შესვლას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, რის გამოც მიხეილ სააკაშვილს ექიმების ვერ ნახულობენ ხოლმე. ეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ ტყვეობას კიდევ უფრო თვალში საცემს ხდის, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ის უბრალოდ მძევალი გახლავთ დღევამდელი ხელისუფლების”, – განაცხადა თუთბერიძემ.
მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან 100 დღე გავიდა. მან 50 დღის განმავლობაში იშიმშილა. გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავში გადაყვანის შემდეგ, მასთან ექიმებს არ უშვებენ, შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს არ შეუფასებიათ.


შოთა თუთბერიძე – პროკურორი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ბრალს დებდა წლების განმავლობაში, ამ საქმეს ვერ გამოიძიებს

შოთა თუთბერიძე – გამორიცხული არ არის, მიხეილ სააკაშვილს შეუვარდნენ პალატაში და აიძულონ, რომ მონაწილეობა მიიღოს სასამართლო პროცესში

შოთა თუთბერიძე – არავის შეექმნას ილუზია, რომ წარმოიდგინოს მიხეილ სააკაშვილი დაძაბუნებულ, ფარხმალდაყრილ ადამიანად