
ავტორი
Front News საქართველო
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი გაიმართება.
ადვოკატების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს სურვილი აქვს, რომ სასამართლო პროცესს თავადაც დაესწროს.
“პროცესი ჩანიშნულია ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე, ჯერჯერობით ვერ ვიტყვი მოხერხდება თუ არა მისი ჩატარება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ბუნებრივია, არის ალბათობა იმისა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობამ მას არ მისცეს საშუალება სხდომაში მონაწილეობისა და აუცილებელი გახდეს სხდომის გადადება, თუმცა სურვილი აქვს დაესწროს”, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.
პროცესი 15:00 საათზე დაიწყება.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს