
ავტორი
Front News საქართველო
პენიტენციურმა სამსახურმა უნდა იზრუნოს ე.წ. შუმოკის აღკვეთის შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა.
მისი თქმით, არავითარი საჭიროება სააკაშვილის გადაადგილებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაიდუმლოების არ არის.
“გავრცელდა კადრები, სადაც საავადმყოფოში ჩანს ნიშნები იმ ცუდი ქმედების, რაც იყო უკვე გლდანში განხორციელებული, ე. წ. შუმოკის ნიშნები. ვფიქრობ, პენიტენციური სამსახური არის ინფორმირებული ამ ფაქტის შესახებ და უნდა იზრუნოს, რომ ამ პრობლემის დაუყოვნებლივ მოგვარებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბუნებრივია, უკვე ცხადი გახდება, რომ პენიტენციური სამსახური აორგანიზებს მსგავს შემთხვევებს და ეს არ არის შემთხვევითი პროტესტი უცნობი ადამიანების მიერ.
საიდუმლოების ფარდა, რომლითაც პენიტენციური სამსახური მოსავს და ნიღბავს მიხეილ სააკააშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, არის აბსოლუტურად გაუმართლებელი, უსაფუძვლო და ნდობის არარსებობის ძირითადი მიზეზი. არავითარი საჭიროება არ დგას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ან მისი გადადგილების შესახებ ინფორმაცია დაუმალონ საზოგადოებას“, – განაცხადა თუთბერიძემ.
თაგები:
შოთა თუთბერიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს