
ავტორი
Front News საქართველო
შეზღუდვები, რომელიც დაბოღმილმა პენიტენციურმა სამსახურმა და იუსტიციის სამინისტრომ გადაწყვიტა მიხეილ სააკაშვილისთვის დაეწესებინა, არის სრულიად უსაფუძვლო და უკანონო, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამგვარ შეზღუდვებს კანონიერი საფუძველი არ გააჩნია და მას გაასაჩივრებენ.
“ე.წ. შეზღუდვები, რომელიც გუშინ გაბრაზებულმა, დაბოღმილმა პენიტენციურმა სამსახურმა და იუსტიციის სამინისტრომ გადაწყვიტა მიხეილ სააკაშვილისთვის დაეწესებინა, არის სრულიად უსაფუძვლო და უკანონო. ადვოკატის ვიზიტის უფლება თავისუფლებააღკვეთილ პირთან, არის ისეთი უფლება, რომლის შეზღუდვაც ამგვარი მოტივებით არის დაუშვებელი. ამგვარ შეზღუდვებს კანონიერი საფუძველი არ გააჩნია.
ცხადია, ეს არ არის გორის ჰოსპიტალში მიღებული გადაწყვეტილება და არის იუსტიციის მინისტრის კაბინეტში მიღებული გადაწყვეტილებაა. იუსტიციის მინისტრი, რომელიც სამარცხვინოდ დგას ამგვარი მარცხის შემდეგ და ცდილობს სასაცილო გამართლება მოუძებნის იმას, თუ რატომ ჩაფლავდა მისი უწყება ბიძინა ივანიშვილის დავალების შესრულების დროს.
რაც შეეხება დაცვის მხარის სტრატეგიას, ბუნებრივია, ჩვენ ყველა ღონეს მივმართავთ, რომ ეს აბსურდული შეზღუდვები შეიცვალოს და ძალაში არ დარჩეს“, – განაცხადა თუთბერიძემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს