
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი შოთა თუთბერიძე პარლამენტის თავმჯდომარეს სიცრუეში ადანაშაულებს.
საუბარია შალვა პაპუაშვილის იმ განცხადებაზე, რომლის თანახმად, “სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყველა სათანადო სამედიცინო მომსახურება მიეწოდება”.
ადვოკატის თქმით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მსგავსი არაფერი დაუდგენია.
“სტრასბურგმა რაც გააკეთა, ერთ-ერთი პირველი დაცვის მხარის საჩივრის შედეგად იყო ის, რომ ხელისუფლებას დაავალა მიხეილ სააკაშვილისთვის სათანადო მკურნალობის გაწევა. ბატონი პაპუაშვილისგან, ამ დონის თანამდებობის პირისგან მსგავსი უსინდისობა და უტიფარი ტყუილი ან უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ მას მარტივი ფაქტობრივი მოცემულობის გაანალიზების უნარი აქვს დაკარგული და აგონიაშია, ან უბრალოდ იმას ცდილობს, რომ საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში. სტრასბურგის სასამართლოს არცერთ ეტაპზე, დაცვის მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი არ განუცხადებია და მით უმეტეს, არ დაუდგენია, რომ მიხეილ სააკაშვილი სათანადო პირობებში იმყოფება”, – აცხადებს შოთა თუთბერიძე.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს