Logo

“შოუ დამთავრდა – დესტრუქციას ძირი გამოეცალა”

საზოგადოება
872
Frontnews image description

"ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყნის ინტერესზე მაღლა არაფერს აყენებს, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ამილახვარი არჩილ თალაკვაძის განცხადებას.

"შოუ დამთავრდა – დესტრუქციას ძირი გამოეცალა!! 

ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა რომ ქვეყნის ინტერესზე მაღლა არ აყენებს არაფერს და ხელს აწერს უცვლელად ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს! 

მეტიც: მიუხედავად იმისა რომ საბოლოოდ დადასტურდა 2020 წლის არჩევნების ლეგიტიმაცია და არცერთი ფორმით რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არ ყოფილა დანიელსონის დოკუმენტში, ჩვენ მზად ვართ მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე დავადასტუროთ ლეგიტიმაცია და 40% ნაკლების მიღების შემთხვევაში განვიხილოთ რიგგარეშე არჩევნების საკითხი! 

ახლა ჯერი ოპოზიციაზეა, აირჩევს მარგინალიზაციისა და ანტისახელმწიფოებრივ გზას, თუ დაუბრუნდება ლეგიტიმურ ჩარჩოს!", – წერს ამილახვარი სოციალურ ქსელში.
 

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები