
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შოვში, სტიქიის ზონაში დღეს დილიდან ინტენსიურ რეჟიმში განახლდა სტიქიის სალიკვიდაციო და გზის წმენდის სამუშაოები.
“ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა. ამ ეტაპზე, 21 ერთეული ტექნიკა მუშაობს და დღის განმავლობაში ეტაპობრივად დაემატება. ასევე, იწყება დროებითი ხიდის აღდგენის სამუშაოებიც.
გუშინ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი და 139-კმ-ზე არსებული ხიდი (შოვი), მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდ. ჭანჭახმა წაიღო. გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
დამატებით ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ეტაპობრივად მოგაწვდით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თაგები:
რაჭა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს