
ავტორი
Front News საქართველო
რაჭაში, შოვში “მთის დღეები” აღინიშნა.
ფესტივალის ფარგლებში მთის ერთგულებისთვის და მთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ტყის მცველები დააჯილდოვეს.
“მთის დღეები” საქართველოს მთავრობის და უშუალოდ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მეორე წელია, იმართება.
ფესტივალის ფარგლებში შეფებმა – ლევან კობიაშვილმა და დიმიტრი შარაშიძემ კულინარიული მასტერკლასი ჩაატარეს. სტუმრები გაეცნენ მთის ხინკლის ისტორიას, საფესტივალო სივრცეში გამოფენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა, ეთნოგრაფიული შემეცნებითი კუთხე.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყო სპორტული აქტივობები და შემეცნებითი ტურები.
შოვში, “მთის დღეების” მუსიკალურ პროგრამაში მონაწილეობდნენ ისეთი ცნობილი მუსიკალური ჯგუფები და მომღერლები, როგორებიც არიან: დიჯეი Levi Love Disco, ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი, მარიამ გალოგრე, ნინი ასილიანი.
საღამოს კოცონთან შეკრებილ სტუმრებს ნიკა წულუკიძემ, გელა დონაძემ და კვარტეტმა უმასპინძლა.
15 ივლისს “მთის დღეები” ასევე გაიმართა თუშეთში და იმერეთში, ხოლო 22 ივლისს ყაზბეგში, გურიასა და სვანეთში გაიმართება, სადაც ასევე წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი გასართობი და შემეცნებითი პროგრამა, ადგილობრივი კერძების მასტერკლასები და დეგუსტაცია.
თაგები:
ონი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს