
ავტორი
Front News საქართველო
მთავრობის ადმინისტრაციასთან ზემო რაჭის სოფელ შქმერის მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივები მოითხოვენ, რომ სოფელში მანგანუმის მოპოვება შეწყდეს.
აქციის მონაწილეების თქმით, სოფელში მანგანუმის მოპოვების სამუშაოები ადგილობრივებს საფრთხეს უქმნის, ზიანდება ეკოსისტემა.
შქმერის მოსახლეობა მოითხოვს, შპს “ტექნოლოჯს” და შპს “ნორთს” ლიცენზია შეუჩერდეთ, ამ მოთხოვნით არაერთი აქცია გამართეს, ასევე შეაგროვეს ხელმოწერები, თუმცა უშედეგოდ.
აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას მოითხოვენ, რომ მას არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მიაწოდონ.
ზემო რაჭის სოფელში მანგანუმის მოპოვებას ორი კომპანია წელიწადზე მეტია, ახორციელებს. ამ დროისთვის სამუშაოები დროებით შეჩერებულია, რადგან ადგილობრივებმა კომპანიებს ამის შესაძლებლობა არ მისცეს, თუმცა ლიცენზია კვლავ ძალაშია.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს