შრი ლანკის პარლამენტმა ახალი პრეზიდენტი აირჩია


ავტორი
Front News საქართველო
შრი ლანკის პარლამენტმა ახალი პრეზიდენტი აირჩია.
პრეზიდენტობისთვის ორი კანდიდატი – პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი რანილ ვიკერემესინგი და მისი მოწინააღმდეგე დულას ალაჰაპერუმა იბრძოდნენ. რანილ ვიკერემესინგს 134-მა დეპუტატმა მისცა ხმა, მის კონკურენტს – 82-მა.
შრი ლანკის პრეზიდენტის პოსტი ვაკანტური გასულ კვირას გახდა, მას შემდეგ, რაც მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე გოტაბაია რაჯაპაქსამ თანამდებობა დატოვა და ქვეყნიდან გაიქცა.
მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები ქვეყანაში პირველადი მოხმარების ნივთების, საკვების, საწვავისა და მედიკამენტების დეფიციტის გამო დაიწყო. ქვეყანა ღრმა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ კრიზისშია.
თაგები:
შრი-ლანკა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს