
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ შვეიცარიის ფედერალურ მრჩეველთან, იუსტიციისა და პოლიციის ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელთან კარინ კელერ-ზუტერთან შეხვედრა გამართა.
მხარეებმა შვეიცარიის კონფედერაციის სამართალდამცავ უწყებებსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, ასევე, სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. ვახტანგ გომელაურმა და შვეიცარიის ფედერალურმა მრჩეველმა ასევე განიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები და აღნიშნულის გათვალისწინებით არსებული გამოწვევები.
შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა კარინ კელერ-ზუტერის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობას და შვეიცარიელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის.
თაგები:
ვახტანგ გომელაური
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს