
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან მარია თეოდორუსთან შეხვედრა გამართა.
მარია თეოდორუსმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, საბერძნეთის რესპუბლიკის თავდაცვის ახალი ატაშე სტეფანოს ლიკოპილოსი წარუდგინა, რომელიც საქართველოში საქმიანობას ახლახან შეუდგა.
ალექსანდრე დარახველიძემ საბერძნეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამართალდამცავ სფეროში არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობასა და სამომავლო ურთიერთობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. მათ ასევე განიხილეს არსებული პერსპექტივები და მზადყოფნა გამოხატეს აქტიურად განაგრძონ თანამშრომლობა მომავალში სხვადასხვა მიმართულებით.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში – „ზღვის მცველი“ ფარგლებში, საბერძნეთის საზღვაო ძალების ხომალდებზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეების განთავსების მნიშვნელობაზე.
შეხვედრის დასასრულს, ალექსანდრე დარახველიძემ მადლიერება გამოხატა საბერძნეთის რესპუბლიკის მიმართ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მუდმივი მხარდაჭერისა და შესაძლებლობების გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის.
თაგები:
შსს
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს